ცნობილია თარიღი, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები ენერგომომარაგების რუსულს ქსელს გამოეთიშებიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები 2025 წლის 8 თებერვალს ენერგომომარაგების რუსული ქსელიდან გამოითიშებიან და 9 თებერვლიდან ევროპის ელექტრო ქსელს შეუერთდებიან.
„დესინქრონიზაციის პროცესი, რომელიც დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა, დასრულდება მას შემდეგ, რაც ს, ლატვიის და ლიეტუვის ელექტროსისტემის ოპერატორები რუსეთსა და ბელარუსში გამოაცხადებენ, რომ ისინი აღარ გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივ სინქრონულ სივრცეში ახალი წლიური პერიოდიდან. ეს პროცესი 8 თებერვალს დაიწყება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ესტონეთის ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრის მოადგილემ იანუსს უიგამ.
9 თებერვალს ბალტიისპირეთის ქვეყნები კონტინენტური ევროპის ელექტრო ქსელს ლიეტუვურ-პოლონური კავშირის საშუალებით დაუკავშირდებიან.
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნები არიან, რომლებიც ევროპის კონტინენტურ ქსელში ჯერ არ არიან ჩართული.
ახლა სამივე ბალტიის ქვეყანა არის BRELL-ის ნაწილი, რომლის სიხშირეს მხარს უჭერს რუსული სისტემის ოპერატორი.

ასევე დაგაინტერესებთ