ციფრული მომთაბარეებისთვის 10 საუკეთესო ქვეყანა გამოვლინდა

ევროპა დისტანციური მუშაობის მხრივ ლიდერობს, რადგან ციფრული მომთაბარეების ცხოვრების წესი პოპულარობას იძენს. Global Citizen Solutions-მა 64 ქვეყანა შეაფასა ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა ვიზის ხანგრძლივობა, შემოსავლის მოთხოვნები და მუდმივი ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღების გზები.
ტოპ ათიდან შვიდი ქვეყანა ევროპაში მდებარეობს, რადგან კონტინენტი აგრძელებს „ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას“.
„ბევრი ევროპული იურისდიქცია ასევე გვთავაზობს მუდმივი რეზიდენტობისა და საბოლოო ჯამში, მოქალაქეობის მიღების გზებს, რაც მომთაბარეებს აძლევს გზას ძლიერი პასპორტისა და გრძელვადიანი მობილობისკენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ციფრული მომთაბარეებისთვის ათი საუკეთესო ქვეყანა 2025 წელს:
ესპანეთი
ნიდერლანდები
ურუგვაი
კანადა
ჩეხეთი
პორტუგალია
საფრანგეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
გერმანია
მალტა

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა