ცისკარიშვილი საქართველოში პროცესორებისა და მიკროჩიპების წარმოების პირობას დებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ენმ“ საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, მათ შორის პროცესორების, მიკროჩიპებისა და ყველანაირი ნახევარგამტარების წარმოების დანერგვაზე იმუშავებს.
„გამარჯვების კოალიციის“ [„ენმ“-სა და რიგი სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება] უმუშევრობისადმი მიძღვნილ კითხვა-პასუხზე, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ნებისმიერმა ერთ წლიანი ტრენინგზე უნარის შეძენის შემდეგ ეს საწარმო გამართოს“.
„მაღალტექნოლოგიური წარმოება, პროცესორები, მიკროჩიპები, ყველანაირი ნახევარგამტარები. […] ახლა კი არის პოტენციალი, რომ მანქანა-
დანადგარების შესაბამისი კაპიტალური ინვესტიციის შედეგად და ხელსაწყოების დახმარებით უკვე ნებისმიერმა ერთ წლიანი ტრენინგზე უნარის შეძენის შემდეგ ეს საწარმო გამართოს“, – აღნიშნა მან.
თუმცა, „ენმ“-ს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ ასეთი საწარმოს მუშაობისთვის საჭიროა პარტნიორების ნდობა – „არავინ არ განდობს მიკრო ჩიპების წარმოებას ისეთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან მეგობრობს და კაცმა არ იცის ვის მიაწვდი და რა საქმისთვის მიაწვდი ამ ნახევარგამტარებს“.
„მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი საწარმოების გაკეთება [-ში მიღებული] შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის ჩარჩოს შიგნით შეგვეძლო ჩაგვედო და აუცილებლად ამას გავაკეთებთ, რომ ქართული ინტერესი ჩავდოთ, რომ აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და აქ იყოს ეგეთი ტიპის მაღალტექნოლოგიური წარმოებები, რომელიც მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, შესაბამისი ხელფასებია, საექსპორტო პროდუქციაა“, – თქვა ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს