“ციმბირს ბატალიონი” ბელგოროდის ოლქში სოფლელ გორკის ადმინისტრაციის დაკავების შესახებ აცხადებს

უკრაინისთვის მებრძოლი ქვედანაყოფი „ ს ბატალიონი“ აცხადებს, რომ ხელთ იგდო ბელგოროდის რეგიონის სოფელ გორკის ადმინისტრაცია. ქვედანაყოფში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის (იჩქერიის) მომხრეებიც იბრძვიან. ს ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სოფლის ადმინისტრაციის დაკავების შესახებ ინფორმაციას.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ “ციმბირის ბატალიონის” განცხადებას თან ახლავს ფოტო, რომელზეც სამხედროებს სახეები დაფარული აქვთ. მაგრამ ზოგიერთ მათგანს საველე ფორმის სამკლავურზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის შეიარაღებული ძალების ემბლემა უკეთია. ერთ-ერთ სამხედროს ხელში უჭირავს სავარაუდოდ სოფელ გორკის ადმინისტრაციის შენობის ფასადიდან ჩამოხსნილი აბრაა. ძნელია იმის დადგენა, თუ სად არის გადაღებული ეს ფოტო. როგორც „კავკაზ. რეალიი“ წერს, პროგრამებმა, რომლებითაც სურათის სტრუქტურაში მანიპულაციის დადგენა შეიძლება, შედეგი ვერ აჩვენეს.

15 მარტს უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჩეჩნეთის ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის (OPON) მეთაურმა, რუსტამ ალიევმა რუსეთში დივერსიული საქმიანობის დაწყების შესახებ განაცხადა.
14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილიდან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში ახალი ბრძოლები გაჩაღდა.
ორი დღით ადრე 12 მარტს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფების წევრები არიან უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც მიზნად ასახელებენ პუტინის რეჟიმისგან სამშობლოს გათავისუფლებას.
ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.
დაწერეთ კომენტარი