ცესკო-მ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა.
კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხელახალი ს ჩატარებას მოითხოვდა. საია კი ყველა ოლქის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.
შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.
ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა