: დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს, „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ კი უარი თქვა

ცესკოს განცხადებით, 26 ოქტომბრის ს საფუძველზე, 6 პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას. „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, რომელსაც დაფინანსება ასევე ეკუთვნოდა, უარი თქვა, ნათქვამია განცხადებაში.
„პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები