ცესკოში გრძელდება საჩივრების განხილვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.
10 ნოემბერს, დილის 11:30 საათისთვის დაიწყო ს მორიგი სხდომა, სადაც კვლავ განიხილავენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს.
მათ შორის არის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი“, ასევე პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები.
ისინი მიიჩნევენ, რომ უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, – შეიძლებოდა დადგენა, თუ ვის არ მისცა ან მისცა ხმა ამომრჩეველმა, – რაც არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველია.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი ასევე მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობს დარღვევაზე.
ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
ევროპის სხვა ქვეყნები და საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს