ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.
ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, “გირჩი – მეტი თავისუფლების” კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, “კონსერვატორები საქართველოსთვის” კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი – 4.121%.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო