ცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა

ხმაურით დაიწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც 26 ოქტომბრის ს შედეგების შეჯამება დაიგეგმა. კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, რის შემდეგაც სხდომა შეწყდა.
“სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს. თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა სკენ მიექანება”, – მიმართა დავით კირთაძემ ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს და მას “ყველაზე ცუდი თავმჯდომარე” უწოდა.
კალანდარიშვილმა კირთაძეს სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კირთაძემ კალანდარიშვილს ყავა შეასხა. კირთაძე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირდაპირი ეთერი შეწყდა.
ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე წუთში სხდომა კვლავ განახლდა. ცესკოს თავმჯდომარემ, რომელსაც ერთი თვალი ახვეული აქვს, განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეები ბულინგით ვერაფერს მიაღწევენ და რომ “არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული”.
ცესკოს სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, რომ არ მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება, რადგან არჩევნებს ისინი გაყალბებულად თვლიან.
აქციაზე შეკრების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა გამოაცხადეს.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.