ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ლატვიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობა.
თავის მხრივ, ლატვიის ელჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარმატებები უსურვა.
გიორგი კალანდარიშვილსა და ედიტე მედნეს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.