ს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა შეაჯამა.
„მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს, ს თავმჯდომარის მოადგილეს, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს,
პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩევას.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. არჩევნები გამჭვირვალე, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, კანონით განსაზღვრული ყველა ეტაპის დაცვით ჩატარდა – დაწყებული მოსამზადებელი წინასაარჩევნო პერიოდით, გაგრძელებული კენჭისყრით და დასრულებული პოსტ საარჩევნო პერიოდით – შედეგების შეჯამებით, დავების განხილვითა და შედეგების ოფიციალური გამოცხადებით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა და ყველა მონაწილე სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატები ფართო მასშტაბით გამოიყენა, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა პროცესის სიზუსტე, გამჭვირვალობა და სანდოობა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რაც ამ შემთხვევაში შეადგენდა 1 საათსა და 25 წუთს საარჩევნო უბნების დახურვიდან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზა მიმდინარეობდა საჯაროდ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა და დაკვირვება თავის მხრივ ხელს უწყობდა პროცესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, როგორც ყოველთვის, ახლაც ეფუძნებოდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების, მიუკერძოებლობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამომრჩეველთა ინფორმირებას, არჩევნების ინკლუზიურობას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, რაც საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ყველა მონაწილე მხარეს – მათ შორის საარჩევნო კომისიების წევრებს, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით შესრულებული საქმიანობისთვის.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 15 ოქტომბერს შეაჯამა. ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით – მათ შორის 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით. თითოეული მანდატი ძალაში შევიდა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე, 29 ოქტომბერს, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომის ჩასატარებლად.
თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისად დღეს, მე, როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს პატივი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნილად გამოვაცხადო.
თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის. დაე, თქვენი გადაწყვეტილებები მუდამ ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და იმ ნდობის გამართლებას, რომელიც ამომრჩევლებმა თქვენზე დაამყარეს.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას და მის გუნდთან ერთად ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს პირველ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დოროთე ყურაშვილი – ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიას ჩირქს სცხებს, სხვის შვილებს LGBT აქტივისტებთან დგომისკენ მოუწოდებს და უცხოური გავლენის ძალებს ემსახურება – არც მამაოა, არც მამა და არც ქართველი!

გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან