ცესკოს თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო. სესიის ფარგლებში, მან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და პროექტების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარისგან.

მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCHE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით დააკვირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი – ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება – არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ