ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 16 წავიდა.
ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.
დღევანდელ სხდომაზე ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი –81 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი.

ასევე დაგაინტერესებთ