ცესკოს თავმდჯომარეს დაცვის ვადა გაუხანგრძლივეს, საგამოძიებოს უფროსს კი დაუნიშნეს

“ოცნების” თავრობამ ს თავმდჯომარეს გიორგი კალანდარიშვილს დაცვის ვადა გაუხანგრძლივა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კი, რომელსაც დაცვა არ ჰყოლია, დაუნიშნა.
შესაბამისი განკარგულებებები, რომლებიც 26 დეკემბრით თარიღდება, დღეს გამოქვეყნდა.
გიორგი კალანდარიშვილს თავდაპირველად დაცვა 16 ოქტომბერს დაუნიშნეს, ამჯერად კი ვადა გაუხანგრძლივეს.
არც ერთი არ შედის კანონით გათვალისწინებულ დასაცავ პირთა ნუსხაში, თუმცა, ასევე კანონის თანახმად “საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან/და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ ნუსხის პირველი პუნქტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება”, შეიძლება დაენიშნოთ დაცვა მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
ამასთან ყაველაშვილილმა უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.