ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები სამ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში – შპს „ფავორიტი სტილი“, შპს „ფორმა“ და შპს „ირიდესი“ დაიბეჭდება.
ცესკოს სხდომაზე განისაზღვრა ის ორგანიზაციები და კომისიის წევრები, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან.
დამკვირვებელთა ჯგუფი თითოეულ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში 2-2 კომისიის წევრით დაკომპლექტდა.
რაც შეეხება ორგანიზაციებს, შპს „ფავორიტი სტილში“ ბეჭდვის პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის“ წარმომადგენლები დააკვირდებიან.
შპს „ფორმაში“ დამკვირვებლად წარმოდგენილია საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
შპს „ირიდესში“ დამკვირვებელი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.