ცესკოს აღიარება არჩევნების ბათილად ცნობის მტკიცებულებაა – ირაკლი კუპრაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ს ახალ დადგენილებას, რომლითაც თვითმმართველობის სთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ, აფასებს და ამბობს:
“ქართულ ოცნებას”- ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება. იმ ცვლილებებით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს, ივანიშვილი და მისი რეჟიმი აღიარებს, დარღვეული იყო კონსტიტუციური საარჩევნო უფლება, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს ხმის ფარულობას. ეს უფლება იყო დარღვეული და ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ამ უფლების დარღვევა გამოიყენა ზეწოლისთვის, ძალადობისთვის გაყალბებისთვის და მანიპულაციისთვის. დღეს “ქართული ოცნება” ამ აღიარების პირობებში გაატარებს დამატებით ცვლილებებს, რაც არის არის მტკიცებულება არჩევნების ბათილად ცნობის. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის აღიარებაც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უწევს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და თითოეული ასეთი აღიარება არის შედეგი იმ ბრძოლისა, წინააღმდეგობისა, ჩვენი პარტნიორებისთვის მიწოდებული ინფორმაციებისა, ეუთო/ოდირისადმი, რომელმაც გასცა შესაბამისი რეკომენდაციები იმ მძიმე კონსტიტუციური დარღვევების შესახებ, და ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა, რეაგირება მოეხდინა ჩვენს წინააღმდეგობაზე, ბრძოლაზე და წინააღმდეგობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არსებულ რეკომენდაციებზე

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს