ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივანი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის შემდეგ მიიღეს.
პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილს ათავისუფლებინებს.
სამართალდამცავებსა და პოლიტიკოსებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაყვანამ გამოიწვია.
სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, დააკავეს.