“ცესკომ უნდა უზრუნველჰყოთ, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება გამჭვირვალედ დათვლილი” – აშშ–ის ელჩი

აშშ-ს ელჩმა პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა და თქვა:
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამზავრება, რათა მესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო, განმეხილა ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებები და მხარი დამეჭირა. ასე რომ, ძალიან მნიშნელოვანი წელი გაქვთ. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს და ვისაუბრეთ, რომ მხარს უჭერს თავის გარდამავალ ეტაპზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი , აგრეთვე, ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი ს მნიშვნელობის თაობაზე. ყველა თქვეგანი: პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება, განსაკუთრებით კი , რომ უზრუნველყოთ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება გამჭვირვალედ დათვლილი და მთლიანად პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, – განაცხადა დანიგანმა.
პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც აშშ-ს ელჩი სიტყვით გამოვიდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს ამ ფორმატში ამერიკელი დიპლომატის და დეპუტატების პირველი შეხვედრა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვლი – სახელმწიფო მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არავის მისცემს საშუალებას, გადაიკეტოს მაგისტრალები და ყველა, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, დაისჯება – კარგად დაფიქრდნენ, არ ჩაიდინონ დანაშაული და თავი არ ჩაიგდონ დიდ საფრთხეში