მ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის სთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია. ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.
როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა.
„254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.
ბოლო ექვსი საერთო ს ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:
საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს;
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს;
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს;
სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს;
საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში – 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში – 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა.
73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო“,- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან