ცემა, გაქურდვა და 72 ჯარიმა – გია ჯვარშეიშვილის ისტორია

შშმ ადამიანების უფლებების დამცველი, აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც აქციაზე სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა “პირველებთან” დეტალურად იხსენებს ერთი წლის წინ მასზე განხორციელებულ ძალადობას.
გავხდი პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, მიკროავტობუსში მომაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანება, 11 იანვარს, უკვე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით დაკავებული ვიყავი, მაშინაც ფიზიკური დაზიანებები მივიღე, ორივე შემთხვევაში ჰოსპიტალიზებული ვიყავი, თუმცა ისევ მე დამაჯარიმეს სასამართლოში. ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად ვართ გაძარცვულებიც, არცერთი ჩვენი ნივთი არავის დაუბრუნებია, მათ შორის ფულადი თანხები და პირადი ნივთები. ეს ნარკოტესტი რომ შემოიღეს, პირველივე დღეს აღმოვჩნდი მათ სიაში, მაქვს 72 ჯარიმა, ანუ 360 ათასი ლარით ვარ დაჯარიმებული, იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის დაცვას და თავისუფალი აზრის გამოხატვას ვცდილობ. ესეც არის უდიდესი ზეწოლა, – განაცხადა ჯვარშეიშვილმა.