ცდილობენ, საქართველო კანონის კანონზე მიღებით რუსეთად აქციონ, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის თავზე აცხადებს, რომ ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველობამ ევროკავშირის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა.
„ცდილობენ, საქართველო კანონ-კანონ აქციონ რუსეთად. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან“, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
„2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს ევროკავშირის გზის წინააღმდეგ და საბოლოოდ მიატოვეს იგი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ იმეორებს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა აღარ არის დარჩენილი არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი.
იგი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას და მას ანტიდემოკრატიულად და პრორუსულად მიიჩნევს.