ცაგერში საახალწლო ღონისძიება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება

ცაგერი დღეს წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიება, 2 საათზე დაიწყო. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
დაგეგმილია ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო სივრცე.
ღონისძიება ცნობილი ქართველი შემსრულებლების გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს