ცაბუნია ვართაგავა: 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი ანაკლიის სანაპიროდან (ფოტოები)

სოციალური მუშაკი, ლგბტ ორგანიზაციის – „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისისა და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის – სახლის“ კრიზისული ცენტრის მენეჯერი, ცაბუნია ვართაგავა:
380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი ანაკლიის სანაპიროდან. ადგილიდან, რომელიც რომ არა ქ*ცების მოღალატეობრივი, ანტიდასავლური პოლიტიკა, მასშტაბური პროექტის ადგილი იქნებოდა და გააუმჯობესებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც და საერთაშორისო პოლიტიკურ მნიშვნელობასაც…
პირველად რომ მითხრა როსტომ იდეის შესახებ, ცოტა გამეცინა. საღამოს რომ დავფიქრდი და წარმოვიდგინე, ძალიან მომეწონა და მეთქი ეეეე, რა მაგარი იდეაა, მიდი, მიაწექი…
წარმოუდგენლად დიდი ფიზიკური შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. ადგილის პოვნა, ხელით აზომვა, თოკების გაჭიმვა, მიწის დამუშავება. თან ეს ყველაფერი ტექნიკის გარეშე და მხოლოდ ორი ადამიანის შრომით.
პირველ და მეორე დღეს ბარით კეთდებოდა ეს ყველაფერი. როსტო იმდენად დაიღალა, ფეხები ეკეცებოდა. რამე საშუალება არ არსებობს, შრომა რომ შეგიმსუბუქდეს-მეთქი ვკითხე ერთხელ… მერე რაც მოხდა იმას სხვა დროს მოგიყვებით, ახლა ამ ფოტოებით დატკბით”.