ჩხუბი და დაპირისპირება წალენჯიხის საკრებულოში – ვიდეო

დღეს, 30 აპრილს, ჩხუბით და დაპირისპირებით დასრულდა წალენჯიხის საკრებულოს სხდომა. „ნაციონალური“ ფრაქციის წევრებმა სხდომაზე რუსული კანონი გააპროტესტეს და განცხადებები გააკეთეს. მათი განცხადებების მთავარი მესიჯი, ცხადია, იყო ის, რასაც უკვე არაერთი დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს თუ რუსთაველის გამზირიდან, თუ სოციალური ქსელებიდან, თუ რეგიონებში გამართული აქციებიდან.
არა რუსულ კანონს! –სწორედ ეს მოწოდება იყო ის, რამაც არეულობა გამოიწვია, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები შეტევაზე გადავიდნენ. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს მონები ეძახეს დ ისე, ცოტა უცნაურია, „ოცნება“ მონას სხვას რომ დაუძახებს, მით უმეტეს, 29 აპრილის აქციის ფონზე, როცა რეგიონებიდან ივანიშვილის პარტიამ თბილისში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები მართლაც მონებივით ჩამორეკა. ის, რომ აქციის მონაწილებს აქციაზე წამოსვლა არ უნდოდათ, იქიდანაც გამოჩნდა, რომ ივანიშვილმა სიტყვა დამთავრა თუ არა, ხალხმა მდინარაძეს მადლობის გადახდაც არ აცალა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ სცენაზე იდგნენ ოცნების ლიდერები, დაშლა დაიწყო.
და ისედაც, განა, ხელისუფლების გარდა, ვინმეს აქვს ბერკეტი საიმისოდ, რომ ან მონობა მოსთხოვოს ვინმეს და ან აიძულოს? განა, სწორედ ხელისუფლება არ აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, ბიუჯეტს – ყველა იმ ბერკეტს, რითიც მოქალაქის მოსყიდვა ან დაშინება შეუძლია?
რაც შეეხება რუსულ კანონს, მთელი ცივილური სამყარო აღიარებს, რომ ეს კანონი რუსულია. „ქოცები“ კი, მათ შორის, წალენჯიხელი „ქოცებიც“ ამას არ ან ვერ იგებენ. ჰოდა, ერთ დღესაც ტულაში რომ გაიღვიძებენ, მაშინ მიხვდებიან, „ბელადმა“ რა „ტრიუკიც“ ჩაუტარათ. სხვათა შორის, წალენჯიხა, პრაქტიკულად, ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „ოცნების“ იურისდიქცია არ ვრცელდება. შესაბამისად, „ქოცების“ მიტინგზე წალნჯიხიდან იძულებით არავინ წაუყვანიათ, – წერს გამოცემა თაიმერი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება