ჩხუბი და დაპირისპირება სასატუმრო “რუმსში” – დაკავებულია ორი პირი

სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში – სასტუმრო “რუმსში” ჩხუბი და დაპირისპირება იყო. ხელჩართული ჩხუბი, დაახლოებით, 9 საათზე, იმ დროს დაიწყო, როცა სასტუმროს კაფის ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. “პირველების” ინფორმაციით, დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
ნაცემები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ჩხუბის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა ფაქტს სასტუმროს ადმინისტრაციაც ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანი ჰყავს დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, მათ პირდაპირ საპატიმროდან გაათავისუფლებენ თუ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი