ჩხრეკა და რეიდი მეტროებში (ვიდეო)

ჩხრეკა და რეიდი მეტროებში განახლდა –  მეტროსადგურებიდან ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც პოლიციელები ადამიანებს აჩერებენ და იძულებით ჩხრეკენ.

ნიკოლოზ ტყემალაძე “პირველებს” უყვება, რომ, როდესაც ის მეტრო თავისუფლების გავლით სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ გააჩერა, გაჩხრიკა და მას შემდეგ, რაც მის ჩანთაში ე.წ. პულივიზატორი აღმოაჩინეს თაბუკაშვილის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც საათობით კითხავდნენ. ამის შემდეგ, ე.წ. პულივიზატორი ჩამოართვეს და გამოუშვეს.

რამდენიმე დღის წინ გამაჩერეს იდენტიფიკაციის მიზნით, გამჩხრიკეს, ჩანთაში მქონდა სახლისთვის შეძენილი პულივიზატორი, რომ კედელი შემეღება, ამის შემდეგ, გადარეკეს-გადმორეკეს, 15-მდე კრიმპოლის წარმომადგენელი გაჩნდა, მოახდინეს ჩემი ადგილიდან მოტაცება და გადამიყვანეს თაბუკაშვილის განყოფილებაში, შემდეგ ჩამომართვეს ეს ნივთი, თურმე პულივიზატორის ქონა დანაშაული ყოფილა”, – ამბობს ტყემალაძე. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ოთხი ოქტომბრით შეშინებული “ოცნება” რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ