“ჩუმად შეაპარეს სამხარაულის ექსპერტები” – ადვოკატის თქმით, ნინო დათაშვილს ციხეში ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარეს

“ვერ გავიგე, რა ხდება ჩემ თავს, ნივთი ვარ? უფლებები არ მაქვს?” – იკითხა ნინო დათაშვილმა სხდომაზე მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს ციხეში.
ადვოკატ თამარ გაბოძის ინფორმაციით, გუშინ, 6 აგვისტოს ციხეში “ჩუმად შეაპარაეს სამხარაულის ექსპერტები” მათ შორის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, დავით მაღრაძე.
“შეაპარეს ჩუმად სამხარაულის ექსპერტები, რადგან იცოდნენ, რომ უკანონო იქნებოდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა. ჩუმად შეიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ექსპერტები! ერთი მხრივ ამბობს, რომ სწორი იყო, დაცვის მხარის მტკიცებულებებს დავეყრდენითო. მეორე მხრივ, უარყოფს თავის მიერ შედგენილ დოკუმენტებს. ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე! შეცდომაში შეიყვანეს სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დადგენილი, როცა სტაციონარული ჰქონდათ დანიშნული.
რატომ ჩაატარეთ ამბულატორიული, რატომ შეაპარეთ ექსპერტები ისე, რომ არ დაუკავშირდით ადვოკატებს?! თუ თვლით, რომ აუცილებელი იყო ექსპერტიზა, რატომ გააპარეთ სასწრაფოდ ექსპერტები მასთან. ახლა ცდილობთ, რომ გამოასწოროთ უდიდესი შეცდომა, ხერხემლის ოპერაციის გამო ჩაატარეთ შერაცხადობის კვლევა! ახლა ასე ცდილობთ გამოასწოროთ ეს სიყალბე. შეარბენინეს დავით მაღრაძე, რომ თავი გადაერჩინათ. ამი დასტურდება, რომ დაცვის მხარე მართალი იყო. არ შეიძლება, რომ ხერხემლის ოეპრაციის გამო, ადამიანის შერაცხადობის საკითხი იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ასე მიმართა მოსამართლესა და პროკურორებს დათასვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ.
ამავე თემაზე:
· „ეს არის რეპრესია. აწარმოეს პროპაგანდა“ – ნინო დათაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე

ასევე დაგაინტერესებთ