ჩუმად იყვნენ მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, ოპოზიციის ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი შეფასებით, თბილისის მერის წინააღმდეგ, ოპოზიციის მხრიდან ხელმოცარული, მდაბიო და მავნებლური პიარკამპანია მიმდინარეობს.
კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი:”
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ).
აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.
პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ,” – წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს, წერეთლის რეაბილიტაციის გართულების გამო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილით მიმართეს. მათ ასევე მოუწოდეს ს, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე მივიდეს და ოპოზიციის შეკითხვებს პასუხი გასცენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას

რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!

ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო – ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი მეგობრის მამა. ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო