ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინასთან ომში ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავენ, მიზეზი მათი ოჯახების მიმართ რეპრესიების შიშია

უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებში მნიშვნელოვანი დანაკარგია. ასევე დაფიქსირდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ინფორმაციას სამხედრო მოსამსახურე კირილ საზონოვზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჯარისკაცები უკრაინულ ჯარებს ტყვედ არ ბარდებიან და თავს იკლავენ, სავარაუდოდ, რეპრესიების შიშის გამო, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მათ ოჯახებს ელით მათი ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში“, – განაცხადა საზონოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან რუსეთის მხარეს ბრძოლაში 1000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა