ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით იმუქრება.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, KCNA-ს ცნობით, თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობს სამხედრო წვრთნებს, რომელიც არა თავდაცვითი, არამედ „ჩრდილოეთში შეჭრის მცდელობაა“ და აშშ-სა და სამხრეთ კორეას მისი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს. აშშ-სა და სამხრეთ კორეას ძვირი დაუჯდებათ არასწორი არჩევანი“, – ციტირებს KCNA პრესსპიკერს, რომლის სახელსაც არ აკონკრეტებს.
მისი თქმით, არასტაბილური უსაფრთხოების გარემოს მკაცრად გასაკონტროლებლად სამხედრო ქმედებებს განახორციელებენ.
შეგახსენებთ, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ გუშინ 10 დღიანი ერთობლივი წვრთნები „თავისუფლების ფარი“ დაიწყეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესებაა.
