ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული დრონი გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ბირთვული წყალქვეშა დრონის, “Haeil-5-23”-ის გამოცდა, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში განხორციელდა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო წვრთნები აღმაშფოთებელია და კატასტროფული შედეგები მოჰყვება.
„ჩვენი არმიის სხვადასხვა საზღვაო და წყალქვეშა საპასუხო ქმედებები გაგრძელდება -ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო ძალების მტრული სამხედრო მანევრების შეკავების მიზნით”, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, სამი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამდღიანი რეგულარული წვრთნები გამართეს. წვრთნები ფხენიანის მხრიდან მზარდ ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება