ჩრდილოეთ კორეამ ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ყვითელი ზღვის მიმართულებით შორ მანძილზე მოქმედი ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
მედიის ინფორმაციით, რაკეტების გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენი ინი ადევნებდა თვალს.
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, რაკეტებმა სამიზნემდე 10 199 წამის და 10 203 წამის განმავლობაში იფრინეს.
სეულმა განმარტა, რომ რაკეტები ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან გაუშვეს.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ნოემბრის დასაწყისშიც გამოსცადა, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონში ვიზიტის დროს კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ფხენიანმა ამ შეთავაზებას არ უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ