ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეა და იაპონია ადასტურებენ.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიხედვით, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.
ჩრდილოეთ კორეის მორიგი პროვოკაციული ქმედება ემთხვევა სამხრეთ კორეაში -ის კოსმოსური ძაელების მეთაურის, გენერალ სტივენ უაითინგის ვიზიტს სამხრეთ კორეაში. ამერიკელმა სამხედრომ სამხრეთ კორეელ ოფიცერთან, ადმირალ კიმ მიუნგ სუსთან ჩრდილოეთ კორეის სატელიტური პროგრამა და ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობა განიხილა.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა. 2 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, მყარი საწვავის მქონე საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.