ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ ნაჰარიას მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვეს.
ლიბანიდან გაშვებული რაკეტების ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი, რაკეტების ნამსხვრევების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ნაჰარიას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
