ჩრდილოაღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური შეტაკებებია, რუსეთი მძლავრ იერიშებს ახორციელებს

უკრაინის არმიის განცხადებით, ს შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევები ხარკოვის რეგიონზე – ვითარება ძალიან რთულია ქალაქ ვოვჩანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც მიმდინარეობს ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია.
უკრაინის გენერალური შტაბი 13 მაისის ანგარიშში აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა მოიპოვეს “ტაქტიკური წარმატება”, თუმცა ბრძოლა კვლავაც გრძელდება ვოვჩანსკისთვის – სადაც რუსეთმა ხუთამდე ბატალიონი მიავლინა, სამხედროთა რიგებში მძიმე დანაკარგების მიუხედავად.
გენერალური შტაბის თანახმად, არეალებში განათავსებენ უკრაინის სარეზერვო ძალებს, თავდაცვითი ხაზების გამაგრების მიზნით.