ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
რუტე ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად 1-ლი ოქტომბრიდან გახდება, როცა იენს სტოლტენბერგის ვადა ამოიწურება.
იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იკავებს.