ჩიქოვანი კლინიკაში რჩება – კვლევები უტარდება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა – ენმ

ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში რჩება. მას კვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
8 მაისს ჩიქოვანს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იმყოფებოდა. ექიმის თქმით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.
გარდა ჩიქოვანისა, გუშინ თავს დაესხნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.