ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ცეცხლი ხის ბარიკადებს წაუკიდეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.
სამართალდამცველები ტერიტორიაზე პერიოდულად ისვრიან ე.წ. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლსაც.
მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც. დაშავებულია არა ერთი მოქალაქე. მათ სასწრაფო დახმარების ჯგუფები სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატისა და ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები – არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია რუსული სტილის კანონის ამოქმედებასა და დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში