ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც აქციის – „გაუთენე საქართველოს“ მონაწილეებმა კანანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორიიდან გადმოინაცვლეს, სამართალდამცველების მობილიზებაა.
ტერიტროაიზე სამართალგამცავები განლაგდნენ.
პარალელურად სპეცდანიშნულების რაზმის მობილზებაა თავისუფლების მოედანზე, სადაც განლაგებულია ასევე, წყლის ჭავლის მანქანები.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.