ჩინური Tencent-ი მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციონერი გახდა

Tencent მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ს უმსხვილესი აქციონერი გახდა.WeChat-ის შემქმნელმა ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Tencent-მა Baring Fintech-ისგან მიხეილ ლომთაძის ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დეპოზიტარული აქცია შეიძინა.„Tencent ჩინეთის უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიაა, სუპერ აპლიკაციების ბიზნეს მოდელის პიონერი და WeChat-ის შემქმნელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციაა, რომელსაც 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. სიამოვნებით მივესალმებით Tencent-ს Kaspi.kz-ის ძირითად აქციონერად! ჩემი ინვესტიცია, ჩვენი მენეჯმენტის გუნდის ძირითადი წევრების ინვესტიციებთან ერთად, ასახავს ჩვენს მტკიცე ნდობას ჩვენი ბიზნეს მოდელისა და გრძელვადიანი სტრატეგიის მიმართ.ასევე სიამოვნებით მივესალმებით Spice Expeditions-ს, საერთაშორისო ფინტექ საინვესტიციო ფირმას, და -ის უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდებს, ვაშინგტონის უნივერსიტეტს და WISIMCO/ვისკონსინის უნივერსიტეტის ფონდს, როგორც გრძელვადიან აქციონერებს“, – განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.ცნობისთვის, Kaspi.kz-ის მომსახურებას ყაზახეთსა და თურქეთში 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი და 900,000 პარტნიორი იყენებს. ყაზახეთში ჩვენი სუპერ აპლიკაცია აერთიანებს გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, ონლაინ სუპერმარკეტს, ფინტექს, მოგზაურობას, კლასიფიცირებულ შეთავაზებებს, სამთავრობო და სხვა მომსახურებას. თურქეთში, Kaspi.kz ფლობს 86%-იან წილს Hepsiburada-ში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა.რაც შეეხება Tencent-ს, ის არის ჩინური მრავალეროვნული ტექნოლოგიური კონგლომერატი და ჰოლდინგური კომპანია, რომლის სათავო ოფისი შენჟენში მდებარეობს. შემოსავლის მიხედვით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მულტიმედიური კომპანიაა. ასევე, ის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა თავისი სააქციო ინვესტიციების მიხედვით.