ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის შანტუნგის პროვინციის ქიმიურ ქარხანაში მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 – დაშავდა. ამასთანავე, დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას სამთავრობო ტელევიზია CCTV ავრცელებს.

როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისგან გამოწვეულმა დარტყმითმა ტალღამ სამი კილომეტრის დაშორებით მდებარე საწყობის ფანჯრებიც ჩაამსხვრია.

აფეთქება კომპანია Gaomi Youdao Chemical Co.-ს ქიმიურ ქარხანაში მოხდა, რომელიც პესტიციდებს, ასევე სამედიცინო გამოყენების მიზნით ქიმიკატებს ამზადებს. მონაცემების მიხედვით, ქარხანას 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.