ჩინეთში საავადმყოფოში მომხდარ დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაჭრილია

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარ დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაჭრილია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამავე პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის აკრძალულია, დანით თავდასხმები ბოლო წლებში გახშირებულია. გასულ წელს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთ საბავშვო ბარში მომხდარ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წელს დაწყებით სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 37 ბავშვი და 2 ზრდასრული დაიჭრა.
2014 წელს კი იუნანის პროვინციის ქალაქ კუნმინში, სარკინიგზო სადგურზე რამდენიმე თავდამსხმელმა დანის გამოყენებით 33 ადამიანი მოკლა, 133 კი დაჭრა.