ჩინეთში პნევმონიისა და რესპირატორული დაავადებების ახალი ფორმები დაფიქსირდა

ჩინეთში ბავშვებს შორის პნევმონიისა და რესპირატორული დაავადებების ახალი ფორმები დაფიქსირდა. ბევრ ქალაქში, მათ შორის პეკინში, საავადმყოფოები გადაჭედილია. მაღალი მიმართვიანობის გამო პაციენტებს საათობით რიგში დგომა უწევთ. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს ხველა არ აღენიშნებათ, მათ აქვთ მაღალი სიცხე, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს ექიმები პაციენტებს წვეთოვანებს უდგამენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებისგან ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ ინფორმაციის სრულ გასაჯაროებას ითხოვს. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი, არამედ სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის რესპირატორული დაავადების, ადენოვირუსისა და გრიპის შეხამებით არის გამოწვეული.
ტაივანი თავის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ასაკოვნებსა და აახლგაზრდებს, ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ