ჩინეთში, მსოფლიოში პირველი, მეოთხე თაობის ატომური ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა

მსოფლიოში პირველი მეოთხე თაობის ატომური ელექტროსადგური ჩინეთში კომერციულ ექსპლუატაციაში შევიდა. ამის შესახებ ჩინური მედია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ენერგეტიკის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ატომურ ელექტროსადგურს აქვს მაღალტემპერატურული გაზის გაგრილების რეაქტორი. ექსპლუატაციაში გაშვებას წინ უძღოდა რეაქტორის სატესტო მოქმედება 168 საათის განმავლობაში.
ახალი ატომური ელექტროსადგური აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია შანდუნში აშენდა.