“ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები ჩატარდა, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენს ქვეყანასა და მისი ეკონომიკის განვითარებას” – საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება

საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. მაღალი დონის შეხვედრებს “ქართული ოცნების” წევრები აფასებენ და საუბრობენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ვიზიტები საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჩინეთს შორის არსებული შესაძლებლობები და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. კიდევ ერთხელ გაესვა თანამშრომლობას ხაზი. მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ამ ვიზიტის ფარგლებში, საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები ჩატარდა, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენს ქვეყანასა და მისი ეკონომიკის განვითარებას”, – აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთში ხვალ, 20 იანვარს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა