ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი

სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში მდებარეობდა. -ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5,9 იყო.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მხოლოდ განსუში განადგურებული, ან დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2008 წლის მაისშიც. სიჩუანის პროვინციაში 87 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)