ჩინეთში გაიხსნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა. მას ს პრეზიდენტი პუტინიც ესწრება.
სხდომა იმართება ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, რომელსაც ტიანძინი 31 აგვისტოდან მასპინძლობს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წლის ივნისში დააფუძნეს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ს, უზბეკეთის და ტაჯიკეთის ლიდერებმა. 2017-2024 წლებში ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი, , ირანი და ბელარუსი.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პარტნიორია 15-მდე ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
1 სექტემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა ჩინეთის მეთაურმა, სი ძინპინმა გახსნა.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, სხდომის დაწყების წინ ხანმოკლე საუბარი იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის.
სხდომის გახსნისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უნდა გაააქტიურონ უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების და ნარკოტიკების მაკონტროლებელი ცენტრები და რაც შეიძლება სწრაფად შექმნან შანხაის ორგანიზაციის განვითარების ბანკი. სი ძინპინის თანახმად, ჩინეთი ორგანიზაციის ბანკთაშორისი გაერთიანების წევრებს უახლოესი სამი წლის განმავლობაში მისცემს 1,4 მილიარდი დოლარის კრედიტებს.
ში ომის გამო დასავლეთისგან იზოლირებული და სანქცირებული რუსეთი აქტიურად ცდილობს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას სხვა ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა, ჩინეთსა და ინდოეთთან.
ფორუმი