ჩინეთს ოკუპირებულ ცხინვალში მანქანების ქარხნის გახსნა და კვაისის საბადოები აინტერესებს

ჩინეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ თვეებში ორჯერ იყო ჩასული. ჩინელი ინვესტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნითა და კვაისის ტყვია-თუთიის საბადოებით არიან დაინტერესებული.
ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონის მარიონეტი რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა ისაუბრა.
“ნამდვილად, მაისში ჩვენთან ჩამოვიდა ორი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდა. ერთი დელეგაცია დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად.” – თქვა ჯუსოევმა.
კვაისი არის დაბა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს ეკუთვნის და რომელსაც მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს. აქ იყო სპილენძისა და თუთიის საბადოები.
ჯუსოევის თქმით, მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ოქტომბერში აპირებს და მოლაპარაკებები უფრო დაწვრილებით გაგრძელდება.
“[მანქანის] მარკაზე ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ, თუმცა ჩვენი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მონახულებას ოქტომბერში აპირებს, საუბარი გაგრძელდება და უფრო დაწვრილებით მოვილაპარაკებთ. თუმცა სურს ხაზი გავუსვა, რომ რაიმე სახის ერთობლივი პროექტის რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის შეთავაზებული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასების შემდეგ.” – აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმა.
ამას გარდა, ჯუსოევმა ისიც დაამატა, რომ ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრა ირანის დელეგაციაც, რომელთანაც თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
“ამას გარდა, ჩვენთან ჩამოსული იყო დელეგაცია ირანიდან, რომელთანაც ასევე გავაფორმეთ შეთანხმება თანამშრომლობაზე. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, თავის მხრივ, ასევე აპირებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მონახულებას და, ვფიქრობ, პროცესში ჩვენ გავაფართოებთ საერთაშორისო თანამშრომლობას.” – დაამატა ჯუსოევმა.
გასული წლის ივლისში საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. ქართულმა ოცნებამ აზიურ ქვეყანაში რამდენჯერმე გაგზავნა დელეგაციაც. ერთ-ერთი მსგავსი ვიზიტის დროს, 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმის ბანკეტს ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მაშინდელი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
ჩინეთსა და საქართველოს შორის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა. ამას გარდა, მაისი ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი ჩაერთვებოდა.
5 ივნისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაში დან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის შემდეგ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი მ ჩინეთს მადლობა გადაუხადა “მანამდე დაკავებული პოზიციისთვის”. ჩინეთი გაეროში ამ საკითხზე ხმის მიცემისგან მუდამ თავს იკავებდა, ერთი შემთხვევის გარდა – 2022 წელს მათმა დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი საერთოდ არ დაუჭირა და ხმა საწინააღმდეგოდ მისცა. პარლამენტის თავმდჯომარის, ს აზრით, ჩინეთის თავშეკავება “მხარდაჭერის ტოლფასია”.
22 მაისს ჩავიდა ირანში, რათა ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის სამძიმრის ცერემონიას დასწრებოდა. პროცესს ესწრებოდნენ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები, ასევე რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უძღვებოდა.