ჩინეთს, აშშ-ის თანხმობის შემთხვევაში, ზანგეზურის კორიდორის სავაჭროდ გამოყენება შეეძლება – Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთს, -ის თანხმობის შემთხვევაში, ზანგეზურის კორიდორის სავაჭროდ გამოყენება შეეძლება.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის დაჩქარებისთვის სამხრეთ კავკასიურ კორიდორში პოტენციალს ხედავს, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მის გამოყენებას არ შეზღუდავს.
„ტრანსპორტის მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან და, შესაბამისად, თურქეთის საზღვართან აკავშირებს, შესაძლებლობას შექმნის, უფრო ეფექტიანად იმუშაოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზებმა პეკინიდან ლონდონამდე,“ – აღიშნა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულქადირ ურგლუსმა.