ჩინეთმა ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივა

ჩინეთმა ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივა. ტურისტული ვიზის განმცხადებლებს -ში აღარ დასჭირდებათ ავიაბილეთის დაჯავშნა, სასტუმროს ჯავშანი ან მოსაწვევი წერილის წარდგენა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პეკინმა 1-ლი დეკემბრიდან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში უვიზო რეჟიმი დააწესა. უვიზო რეჟიმი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ტურისტებს ჩინეთში ჩასვლა 15 დღემდე ვადით შეუძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია, ასეც იქნება